- About Giga Phaikidze
გიგას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. მას სხვადასხვა დროს ეკავა მენეჯერული პოზიციები საქართველოს წამყვან კომერციულ ბანკებში და ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში. ასევე, ბოლო წლებში იყო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და აზიის განვითარების ბანკის ლოკალური კონსულტანტი.
გიგა ამჟამად არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte"-ს მმართველი პარტნიორი და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.
გიგა სპეციალიზირებულია ფინანსურ მენეჯმენტსა და ბიზნესის განვითარებაში, ასევე არის გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტი და პროფესიონალი ტრენერი.